მათიკაშვილი გლოვის დღეებში რიგი ევრობიუროკრატების დუმილზე: ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი რიგში ჩამდგარი, რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის და ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმ ევრობიუროკრატების დუმილი შეაფასა, რომლებიც სხვა დროს საქართველოს საკითხზე აქტიურობენ.
„ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი რიგში ჩამდგარი იმისთვის, რომ პატივი მიეგო უწმინდესისა და უნეტარესისთვის და ამ მოცემულობაში ქართული ტკივილი და მწუხარება არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მოეძებნათ რამდენიმე წუთი და გამოეხატათ თავისი მწუხარება და გვერდით დასდგომოდნენ ქართველ ხალხს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან საქართველოში გლოვის დღეებში კონგრესმენ ჯო უილსონის მხრიდან კვლავ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმაც გაიხსენა.
„მას რომ მართლაც ემპათია გააჩნდეს ჩვენს მიმართ, როგორ დავიჯერო, რომ ჯო უილსონი 2-3 სიტყვას ვერ მოიძიებდა თავის ლექსიკონში, რომ მწუხარება გამოეხატა ამ დიდი ტკივილის გამო. ამის ნაცვლად კვლავ ცილისწამება, კვლავ ტყუილი, პროირანული, პროჩინური პოლიტიკის დაბრალება საქართველოსთვის, სადაც სიმართლეს ადგილი არ აქვს”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი შეფასებით, სწორედ მძიმე ჟამს მოხდა კარგისა და ცუდის გამიჯვნა ერთმანეთისგან.
„ამ მძიმე ჟამს ხდება გამიჯვნა კარგისა ცუდისგან, მკაფიო ხაზის გავლება, თუ სად არის სიმართლე, პატრიოტიზმი, მორალური ღირებულებები და პირიქით - სად არის მცდელობა ქვეყნის დაქცევის, ქართველი ხალხის გამოყენებისა საკუთარი მიზნებისთვის და ინტერესებისთვის, სადაც არ აინტერესებთ არც კათოლიკოს-პატრიარქი, არც ქვეყნის სარწმუნოება და ქრისტიანობა, არც სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევისკენ სწრაფვა. ეს იყო კარგი მაგალითი“, - აღნიშნა დეპუტატმა.
1774805143
ახალი ამბებიაბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი, ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა
„პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ერთი, რომ ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. მეორე ის, რომ ამ ტაძრის თაღების ქვე...
1774804324
ახალი ამბებიმეუფე დავითი: არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა მხოლოდ პატივია, ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა
„ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის... უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტ...
1774802288
მსოფლიოხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მ...
1774801022
ახალი ამბებირობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს
სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭ...
1774798199
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო. ისრაელთან მატ...































