ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ქუჩაში დარჩა და ახლა მათმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა

„ოპოზიცია ქუჩაში დარჩა და ახლა მათმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ეს ყველაფერი მაინც ისე დალაგდება, როგორც გარე უფროსები ჩამოყალიბდებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ისეთი ამომრჩეველიც რჩება, ვისაც აღქმული არ აქვს, რომ „ლელო“ და გახარია ზუსტად ისეთივე ძალაა, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, თავისი თავი ჩიხში შეიყვანეს, ქუჩაში არიან დარჩენილი. ეს ყველაფერი მათი გარე პატრონების გათვლების შედეგია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ წნეხის პირობებში კომპრომისების მიმართულებით გადაადგმევინებდნენ ნაბიჯებს, როგორც ეს 2020 წელს მორჩა.
ოპოზიცია ქუჩაში დარჩა და ახლა მათმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ეს ყველაფერი მაინც ისე დალაგდება, როგორც გარე უფროსები ჩამოყალიბდებიან.
როგორც ჩანს, არჩევნებზე ფსონს „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი გაცვეთილი და სამარცხვინოა, მასზე ფსონს აღარ დებენ.
სამწუხაროდ, დღეს ისეთი ამომრჩეველიც რჩება, ვისაც აღქმული არ აქვს, რომ „ლელო“ და გახარია ზუსტად ისეთივე ძალაა, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
რა კონფიგურაციით გამოვლენ, მალე გამოჩნდება, რადგან დავალებებიც მალე იქნება. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...
1751478217
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...
1751476342
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...