საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
კერძოდ, საუბარია 2025 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ირან-ისრაელის კონფლიქტში დაღუპული ირანელების ხსოვნას მიეძღვნა.
აღნიშნული ღონისძიების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რითაც ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოხატა.
როგორც საგარეო უწყებაში Newshub.ge-ს განუცხადეს, 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
1751527899
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების,...
1751526640
ახალი ამბებიაბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს
აბრეშუმის გალერეა ქართულ-კორეულ მეორე საერთაშორისო გაცვლით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების, სამხრეთკორეელი მხატვრებისა და სკულპტორების ასამდე ნამუშევა...
1751526399
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...
1751524563
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...
1751523481
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...