შალვა პაპუაშვილი USAID-ის დახურვაზე: მშვიდობით, იარაღო! - დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში USAID-ის დახურვას ეხმაურება.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი, ხუთი თვის წინანდელი, პოსტი გამახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ.

***

დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.

მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკას მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახანს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751526399

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზ...

ირაკლი კობახიძე

1751524563

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი და...

პრეზიდენტი ყაველაშვილი

1751523481

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ე...

დსფს

1751490029

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი დიდია, საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას

 ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარ...

მიხეილ სარჯველაძე

1751489888

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა

 მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ - ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, - განაცხა...

მიხეილ სარჯველაძე