მამუკა მდინარაძე: ევროპაში უკანონო მიგრანტების ყოლამ ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამას ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ - უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია

უკანონო მიგრაცია ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, აქაც პირობას ვდებთ, რაც კი ქართულ სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ექნება ბერკეტი და ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მინიმუმამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი-LIVE”.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრანტების განუზომელად დიდმა რაოდენობამ ევროპა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, საქართველოში კი ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს და მას ექნება ლეგიტიმური რეაქცია.
„იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ვიზუალურადაც კი ხალხზე ცდილობენ ზემოქმედებას, სადღაც ათეული ადამიანი შეიკრიბა და „რა ხდება საქართველოში“ ჯერ ერთი ახერხებენ ამით მანიპულირებას, დღეს არის სოციალური ქსელის ეპოქა და ერთ ვიდეოს გამოაგდებენ სოციალურ ქსელში და ხდება მთელი ვნებათაღელვა. მაგრამ ეს ერთი საკითხია მანიპულაციურად რას აკეთებენ და მეორე საკითხია ის, რეალურად რა ხდება. მართლაც, ჩვენ ათასობით უკანონო მიგრანტი გვყავს, ევროპაში ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესეც ვიცით და ჩვენ ამას საქართველოში არ დავუშვებთ და შემდეგ არ დაიწყონ კიდევ, რომ არიქა, უცხოელებს დევნითო. უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია, ქართული სახელმწიფოს რეაქცია იქნება ეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1752744435
ახალი ამბებიკახა კალაძე: გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩე...
1752743574
მსოფლიოერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ კუტში, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა. არის ბევრი დაშავებული. ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ independent იუწყება. სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გ...
1752743037
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგია
„ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მ...
1752741493
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული
„20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე“, - ამის შეს...
1752740899
ახალი ამბებიპრემიერი: კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, მნიშვნელოვანია, მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...