მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა

„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროცესის დაწყებიდან - ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

„დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით - გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო - ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანამდევი იყო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.

„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780682991

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...

მიხეილ სარჯველაძე

1780682608

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.  პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრები

1780681535

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს

ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა.  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...

 ხვიჩა კვარაცხელია

1780680210

ახალი ამბები

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო.  ეს ლუკა ლოჩოშვ...

 ლუკა ლოჩოშვილი

1780679985

ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აუცილებლად გაათავისუფლებს დონბასს

„რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე...

ვლადიმირ პუტინი