გურამ დუმბაძე: მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
გურამ დუმბაძის განმარტებით, კერძო სექტორის 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი ასევე აქტიურად იყენებს MRS მოდულს, რომელიც ინტერაქციის შესაძლებლობასაც იძლევა.
„დღეს თვისებრივად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც უკვე მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვამბობთ, რომ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ტექნიკურ პარამეტრებს, საქონლისა და მომსახურების ნაწილს და გამოცხადებას, ეს დიფერენცირებულია შესაბამისი სპეციფიკის მიხედვით, ეს იქნება საგზაო სამუშაო, შენობა-ნაგებობებით თუ ა.შ. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი კომპონენტი კერძო სექტორისთვის და აქტიურად იყენებს 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი, ეს არის MRS მოდული. ნებისმიერ ტექნიკურ დავალებაზე, რომელსაც შევიმუშავებთ და ვამბობთ ბაზრის კვლევაზე, რომ ამით ვაპირებ, გამოვიდე ბაზარზე, შეუძლიათ მოგვწერონ, გვითხრან შენიშვნა, რას ვერ აკმაყოფილებენ, სად არის გაუმჯობესების საშუალება. შემსყიდველი ვალდებულია, დაამუშაოს, გაითვალისწინოს და საუკეთესო ვერსია გამოიტანოს ბაზრისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური კონკურენცია“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
1780682991
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...
1780682608
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...
1780682252
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა
„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...
1780681535
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...
1780680210
ახალი ამბები🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო. ეს ლუკა ლოჩოშვ...































