მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.
„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
1780682608
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...
1780682252
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა
„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...
1780681535
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...
1780680210
ახალი ამბები🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო. ეს ლუკა ლოჩოშვ...
1780679985
ახალი ამბებივლადიმერ პუტინი: რუსეთი აუცილებლად გაათავისუფლებს დონბასს
„რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე...































