ირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას

დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა დესტრუქციული ქმედებებია.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ბუნება საქართველოში აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული და ეს დესტრუქცია ჩადის ძალიან ღრმად. ისე ღრმად, რომ პირდაპირ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ეს არის ის მთავარი პრობლემა, რა პრობლემაც დგას ოპოზიციის წინაშე. უკიდურესი დესტრუქცია მუდმივად მთავრდებოდა მათი დამარცხებით. ხალხს მათი დესტრუქციული პოლიტიკის დღის წესრიგი არ მოსწონდა. აქედან გამომდინარე, არჩევნებში გამარჯვების შანს არ აძლევდა. ამიტომ, დესტრუქცია და ამ დესტრუქციას დამატებული მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, „ნაციონალური მოძრაობასთან“ აფილირებულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უარი თქვა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე, ასევე ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული კამპანია წამოიწყო. შედეგად კი ვერც რევოლუციურმა სცენარმა უშველა და ვერც გადატრიალების მცდელობამ. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორედ ის, რაც ოპოზიციას შინაგანად შლის და პერსპექტივას ართმევს. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციამ გარე კარნახით გააკეთა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780682991

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...

მიხეილ სარჯველაძე

1780682608

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.  პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრები

1780682252

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა

„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...

მიხეილ სარჯველაძე

1780681535

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს

ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა.  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...

 ხვიჩა კვარაცხელია

1780680210

ახალი ამბები

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო.  ეს ლუკა ლოჩოშვ...

 ლუკა ლოჩოშვილი