ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა - ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, ამდენი არაზრდასრული კაცი!
ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს - „არაზრდასრულ კაცებს“.
ბუღაძე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.
როგორც ბუღაძე აცხადებს, ოპოზიციამ ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, მაინც უნდა შეახსენოს, „ვინაა ქვეყნის მტერი“.
„ცხადია, სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს… ნოდარ ნათაძემ რომ ბორჯომი შეასხა ვახტანგ რჩეულიშვილს და ორივეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეგონა ეს ფაქტი, ვიდრე საკუთარი უმნიშვნელობის აღქმა პრობლემებში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის…
ალბათ არც პრესკონფერენციის გამართვა ღირს ამხელა საფრთხეზე ჩვენი მოქალაქეებისათვის და არც იმაზე რეაგირება, რა ხდება ოცნების თავს თუნდაც მარკო რუბიოს განცხადების მერე. ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს… ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!“, - წერს ბუღაძე.
1780682991
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...
1780682608
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...
1780682252
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა
„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...
1780681535
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...
1780680210
ახალი ამბები🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო. ეს ლუკა ლოჩოშვ...































