მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია
კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დასაწყისიდანვე პაციენტი ბავშვების მშობლების პოზიცია იყო, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა ყოფილიყო მიღებული.
„განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო კონკრეტული გადაწყვეტილებები. დასაწყისიდანვე მშობლების პოზიცია იყო, რომ არ უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, არ უნდა გავარკვიოთ და გადაწყვეტილებები უფრო ნაჩქარევად, სწრაფად უნდა მივიღოთ.
ამასთან დაკავშირებით მე მაინც მგონია და ამ პოზიციაზე ვიყავი თავიდანვე, რომ გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია.
თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერც ერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ, რომ მათ ეჩქარებოდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მშობლებმაც კარგად იციან, ჯერ კიდევ 2024 წლიდან, რაც მათთან თანამშრომლობა და მუშაობა მაქვს, აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ.
ბუნებრივია, რომ ურთიერთობების გამწვავების ფონზე გავაგრძელეთ მუშაობა და საზოგადოებას ვამყოფებდით საქმის კურსში. ბოლოს, როდესაც ჟენევაში ვიმყოფებოდი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, დაახლოებით 15 სახელმწიფოს ჯანდაცვის მაღალი თანამდებობის პირებთან, კლინიკურ სექტორთან მქონდა შეხვედრები. იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. ამ მუშაობამ დიდწილად ხელი შეუწყო იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება გამხდარიყო შესაძლებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პირველი შედეგი, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძნელი სათქმელია.
„ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც გვექნება მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, კონსულტაციები და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვემზადებით ამ პროცესისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად. ამ დაავადებაზე მუშაობის დამახასიათებელი პრინციპია, რომ დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული ყველა საჭირო ნაბიჯი. მხოლოდ გარკვეულ ნაბიჯებს შეიძლება, ობიექტურად სჭირდებოდეს წინასწარ გარკვეული მომზადება. ყველა ნაბიჯი დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესი ამავე დაკვირვებით, ყურადღებით წარიმართოს, ყოველგვარი რისკი იყოს გამორიცხული და მაქსიმალური იყოს სარგებელი, რომელსაც ბენეფიციარები მიიღებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
1780682991
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...
1780682608
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...
1780682252
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა
„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...
1780681535
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...
1780680210
ახალი ამბები🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო. ეს ლუკა ლოჩოშვ...































