პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746536968

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...

ლარი

1746534165

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად

საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...

ლევან მგალობლიშვილი

1746534111

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა

მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან...

ირაკლი ზარქუა

1746529911

საზოგადოება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს. „ენერგეტიკისა და წყალ...

კომიტეტი

1746528907

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

 საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ...

ლევან დავითაშვილი