პრეზიდენტი: რომ არა საზოგადოების რწმენა და დამაჯერებლობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოში განსხვავებული რეალობა იქნებოდა - საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დინამიკურად მიმდინარეობს

პრეზიდენტის თვალით დანახული არსებული პოლიტიკური რეალობა საქართველოში განსხვავებულია იმისგან, რასაც მანამდე ვხედავდი, როგორც პარლამენტის წევრი, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დინამიკურად მიმდინარეობს.
„მინდა თამამად განვაცხადო ერთი რამ - საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დინამიკურად მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ლეგიტიმური ხელისუფლება, ინსტიტუტები მუშაობენ და თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევენ. ჩანს, რომ ეს პროცესი განგრძობადია და ჩანს ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც საქართველოს წინ ელოდება. ეს გამოწვეულია იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ რეალობაში დაინახოს სურათი და არა მოზღვავებული სპეკულაციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო კვლავ მიმდინარეობს. ვხედავთ ჩვენი საზოგადოების განწყობას და რომ არა საზოგადოების ინფორმირება, რომ არა საზოგადოების რწმენა და დამაჯერებლობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოში განსხვავებული რეალობა იქნებოდა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ პროცესი არის სტაბილური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1747997816
საზოგადოებალევან გაჩეჩილაძე: რუსეთში იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა
სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გა...
1747996421
ახალი ამბებიTbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ც...
1747995197
ახალი ამბები„POSTV“: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იმყოფება და კონსულტაციებს მართავს
„POSTV“-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იმყოფება. „სოროსის ფონდში წყარო გვიდასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ მომენტში აშშ-ის საელჩოში იმყოფება და კო...
1747994200
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვერავინ შეძლებს, 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას, სურვილებში ფრთხილად იყვნენ, უსუსური და უსამშობლო ადამიანები ამ დღეს ვერაფერს დააკლებენ
„ვერავინ შეძლებს, რომ 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუ...
1747994002
ახალი ამბებისოფო ნიკოლაიშვილი: სააკაშვილს ეშინოდა აქციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში, ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით
სააკაშვილს ეშინოდა აქციების და რევოლუციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტე...