გორდულაძე: მთავარი ის კი არ არის, მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ

„მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ადამიანები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ქართველს შეეფერება“.

„ნიკა მელია სასამართლოს სხდომას თუ არ დაესწრება, პროცესი მის გარეშეც შეიძლება გაიმართოს, თუ მისი წარმომადგენელი იქნება. სამართლებრივ დეტალებში რომ არ შევიდეთ, მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ და ისე იმოქმედონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამიტომ, სჯობს, დაფიქრდნენ, პატრონების მიერ მიცემული დავალებების შესრულებას თავი დაანებონ და ისე მოიქცნენ, როგორც ქართველს შეეფერება.

მათთვის ქართველობა მხოლოდ პასპორტის ჯიბეში ჩადება არ უნდა იყოს, მთავარია, სულით და ხორცით ქართველი იყო. არადა, ამ ადამიანებს ამის არაფერი სცხიათ, თავიანთი პატრონის ყურმოჭრილ მონებად არიან გადაქცეული“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748008247

ახალი ამბები

თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია

1748005786

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

 ვალუტის კურსი

1748005056

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...

ლევან მოსეშვილი

1748003623

ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...

მანქანა

1748002771

ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...

საქართველოს კულტურის სამინისტრო