Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეზღუდვა 24-25 მაისს, 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.
„კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.
იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები გზას ჩვეული მარშრუტით გააგრძელებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალას მიმართულებით ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ ცალმხრივად, უკუმიმართულებისას კი გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება, ხოლო N329 ავტობუსი პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას, შემდეგ კი გზას ჩვეული სქემით გააგრძელებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1748005056
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...
1748003623
ახალი ამბები26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...
1748002771
ახალი ამბებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...
1748002243
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია
ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...