ლევან გაჩეჩილაძე: ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს და ნარკოტიკის მოხმარება-გასაღების გამო დაიჭირეს, ეს იყო მაშინდელი დემოკრატია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სატელევიზიო არხ „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს უსმენენ.
გაჩეჩილაძე თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართავს და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის შოთიკო იამანიძის ისტორიას იხსენებს.
„მინდა ახალგაზრდებს მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს, კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკის მოხმარება გასაღების გამო დაიჭირეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია. შესაბამისად, დღეს მიმდინარე მოვლენები რაც არის, იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის, რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1748005056
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...
1748003623
ახალი ამბები26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...
1748002771
ახალი ამბებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...
1748002243
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია
ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...