საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ

 აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

დოკუმენტს ხელი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირების სამოქალაქო ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, სამინისტროს თანამშრომლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747935182

საზოგადოება

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ძალადობრივი დაჯგუფებაა, ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები. ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კანონს დაემორჩილოს

 იმდენად ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომ არ ერიდებიან და ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები, ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გ...

ნინო წილოსანი

1747926002

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ

უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მ...

ალექსანდრე რაქვიაშვილი

1747923833

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალების გეგმებსა და 26 მაისთან დაკავშირებით მათ სპეკულაციებს ჟურნალისტებთან ეხმიანება. „წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგ...

ზურაბ ქადაგიძე

1747921395

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წ...

ვლადიმერ ბოჟაძე

1747921168

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს

კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ორი არასამთავრობო ორგა...

პოლიტიკოსი