პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია თარიღებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, რადგან ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოიყვანონ.
„31 მარტს, ჩემი არჩევნების დროს რას აპირებდნენ?! რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ. სინამდვილეში კი არ აპირებდნენ, საზოგადოებას, (რომლებიც ჩვენ გვეძახის მონას), ის ვერ გაუთვალისწინებია, როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი [ოპოზიცია] მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და დაპირებით, რომ რაღაცას შეძლებენ. ამიტომაც არის, რომ 800 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 5 ათასი ადამიანი გამოდის. თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ აღარ გამოდის ეს ხალხი და იბადება კითხვა - რატომ, ვინ ატყუებს ამ ხალხს? საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ იმ სიყალბეს, თუ ვინ ატყუებს მათ და მერე გამობრძანდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.
1747990511
საზოგადოება„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა და იხეირა კიდეც ასეთი შეთავაზებით. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ამ პირობებში მომავალი არ გვქონდა
უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, - განაცხ...
1747989205
საზოგადოებასოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით - მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა
„იმედის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებს იხსენებ. ტელეპროდიუსერი...
1747986914
საზოგადოებათეა წულუკიანი: მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და ასწიეს ჰაერში. ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზედაც ქართველი კაცის ღირსება დგას
„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და ხმა რომ გამოდიოდა ციხიდან, რომ ხალხს აწამებდნენ. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს...
1747986225
ახალი ამბებითბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...
1747985625
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე: სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. ჯაფარიძემ გაი...