ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა ვერასდროს შესრულდება.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ფაქტობრივად, საქართველოს დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ, ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება.

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, რაღაც შეტაკებები მოხდეს და ა.შ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება.

ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747994200

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ვერავინ შეძლებს, 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას, სურვილებში ფრთხილად იყვნენ, უსუსური და უსამშობლო ადამიანები ამ დღეს ვერაფერს დააკლებენ

„ვერავინ შეძლებს, რომ 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუ...

დავით მათიკაშვილი

1747994002

ახალი ამბები

სოფო ნიკოლაიშვილი: სააკაშვილს ეშინოდა აქციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში, ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით

სააკაშვილს ეშინოდა აქციების და რევოლუციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა - ვარდებით და ტიტე...

სოფო ნიკოლაიშვილ

1747991490

ახალი ამბები

„ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ა...

„ძლიერი წვიმა

1747990626

საზოგადოება

სოფო ნიკოლაიშვილი: „იმედის“ გასასვლელიდან 200 მეტრში იდგა სპეცრაზმი. იყვნენ ჩუმად. უცბად აინთო რაღაც, ალბათ ფარები, ეს იყო შოკის მომგვრელი. შიშის დანერგვის სპეცოპერაცია იყო. მიკვირს ცოცხლები როგორ გადავრჩით

„იმედის“ გამოსასვლელიდან 200-300 მეტრში იყო სპეცრაზმი ჩაყენებული. იყვნენ ჩუმად და ჩვენ საკმაოდ მივუახლოვდით, რომ უცბად აინთო რაღაც, არ ვიცი რა იყო, ალბათ ფარები, ეს იყო შოკის მომგვრელი. იმდენად მოულოდ...

სოფო ნიკოლაიშვილ

1747990511

საზოგადოება

„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა და იხეირა კიდეც ასეთი შეთავაზებით. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ამ პირობებში მომავალი არ გვქონდა

უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, - განაცხ...

სოფო ნიკოლაიშვილ