სუსმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელბდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.

ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარილებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - ვკითხულობთ სუს-ის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750511381

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზუგდიდში ხაჭაპური აჩუქეს და უთხრეს: „ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადა...

ნიკოლოზ მეტრეველი

1750508570

ახალი ამბები

გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან – საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხდებით

„დღეს ჩვენ აჭარაში ოფიციალურად ვხსნით ტურისტულ სეზონს, რომელსაც გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხვდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად არიან მო...

გეკა გელაძე

1750506176

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი „საფარის“ არქივზე: როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აფრთხობთ გამჭვირვალობის კანონი ამ წარმონაქმნებს - სინამდვილეში ეს არის იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის ინტერესების გაყიდვა

 „სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და ფეხქვეშ გათელვა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განად...

სოსიაშვილკ

1750503096

მსოფლიო

ბაქოში 7 ჟურნალისტს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

 ბაქოს სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემის, Abzas Media-ს ჟურნალისტები, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტის ბიზნესის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნეს, ასევე „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორი. მედიის 7 თანამშრო...

ჟურნალისტიკის დღე

1750501230

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუსის დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ - მოქმედი, კანონი ნებისმიერი პირის მიმართ უმკაცრესი იქნება

სუსის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავების ფაქტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ეხმიანება. მისი თქმით, კანონი ნებისმი...

ირაკლი კირცხალია