იტალიელი მოხუცის ისტორია, რომელიც თაღლითებისგან ქართველმა მომვლელმა გადაარჩინა

მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ვისაუბროთ თაღლითებზე. იტალიურ ენაზე ამ კატეგორიის ხალხს (I Trufatori) „ტრუფატორები“ ჰქვიათ. თაღლითების მსხვერპლის დიდი პროცენტი მოხუცებზე მოდის. ხშირია შემთხვევები როდესაც აკვირდებიან თუ რომელი მოხუცი ცხოვრობს მარტო. იგებენ მის ტელეფონის ნომერს ან მისამართს და ფულის გამოძალვის მიზნით იგონებენ სხვადასხვა ამბებს რომ მოხუცი მოატყუონ.
ახლა მოგიყვებით ამბავს რომელიც მე და ჩემს ტერეზიტას შეგვემთხვა.
ტერესა დღის დიდ ნაწილს სავარძელში ატარებს და მის გვერდით დევს სახლის ტელეფონიც რომელზედაც ხშირ შემთხვევაში ძირითადად ის პასუხობს. რადგან ყურში კარგად არ ესმის ტელეფონი მაღალ ხმაზე გვაქვს ჩართული და მასთან ვინც საუბრობს მეც მესმის, თუნდაც სამზარეულოში რომ ვიყო. დიალოგი იყო ასეთი:- გამარჯობა ბებო პაოლო ვარ.
- პაოლო ჩემო ლამაზო როგორ ხარ.
- ბებო კარგად ვარ ერთი სათხოვარი მაქვს. ამანათი მაქვს ნაყიდი ინტერნეტით და შენი მისამართი ჩავაწერინე ვიფიქრე სახლში რომ მიიტანონ და არავინ დახვდეთ უკან წაიღებდნენ.
- კი Amore ჩვენ სულ სახლში ვართ რომ მოიტანენ დაგირეკავ.
- ოღონდ ბებო ფულია გადასახდელი. 200 ევრო და მერე დედას ვიტყვი რომ მოგცეს.
- კი კი არ არის პრობლემა მოიტანონ.
ვუსმენდი ამ დიალოგს და რადგან პაოლოს მრავალი წელია ვიცნობ და მისი ხმაც არ გამომეპარება მაშინვე მივხვდი რომ ის ხმა პაოლოსი არ იყო და რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. გამოვართვი ტელეფონი ჩემს მოხუცს და ვეკითხები: გამარჯობათ ვინ ბრძანდებით?
როგორც კი ჩემი ხმა გაიგო დიალოგი შეიცვალა.
გამარჯობა მე კურიერი ვარ. ამანათია თქვენს სახელზე და 3 წუთში მოვიტან 200 ევროა გადასახდელი. - ვის სახელზე? - პაოლოს სახელზე. - გვარი ?
გვარიც მითხრა!...
პაოლო აქ არ ცხოვრობს და არ გაუფრთხილებივართ რომ ამანათი ამ მისამართზე გამოიწერა. გადავრეკავ და გავარკვევ. ამ სიტყვების თქმა იყო და ტელეფონი გათიშეს. რა თქმა უნდა პაოლოსთან გავარკვიე რომ არანაირი ამანათი არ ჰქონდა გამოწერილი. ასე გადავრჩით მე და ტერეზიტა შარლატანებისგან.
თუმცა უამრავი შემთხვევაა როცა მოხუცი ტყუვდება და შარლატანებს დიდი რაოდენობის ფულიც დაუცინცლავთ უამრავი მოგონილი ამბებით. ზოგი რეკავს და ეუბნება რომ მათ შვილს თუ შვილიშვილს ავარია მოუხდა და ფული სჭირდება. ზოგი სახლში აკითხავს მოხუცს და ეუბნება რომ მრიცხველი უნდა შეამოწმონ კარებს უღებენ და ქურდავენ. აღარ დავიწყებ აქ ამბების ჩამოთვლას. გაფრთხილდით და ყურადღებით იყავით ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ვიდრე ვინმეს ფულს მისცემთ.
გთხოვთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ ვინმეს მოხუცთან მუშაობის დროს გადაგხდენიათ მსგავსი ამბები. გემშვიდობებით. ბედნიერი საღამო ყველას.
ირმა მაისურაძე
/იტალია/ქალაქი ბარი
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...