აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩაჩხალიების ოჯახი მოინახულა, აღდგომა მიულოცა და აფხაზეთიდან დროებით დევნილ, სოციალურად დაუცველ ნესტან ჩაჩხალიას სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ჯვარის დევნილთა განსახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარება გაუწია.
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...