World Vision საქართველოს მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ბავშვთა დაცვის მიზნით მშობლებისთვის დისტანციური კურსები იქნება

World Vision საქართველოს მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ბავშვთა დაცვის მიზნით მშობლებისთვის დისტანციური კურსები იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და World Vision საქართველოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იწყება ახალი პროექტი „მშობლები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანიც აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიური მშობლობის ტირაჟირებაა.

პროექტის ფარგლებში თვითმართვადი დისტანციური სასწავლო კურსები შეიქმნება, რაც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს მოსახერხებელი ფორმატით, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას შეძლონ აღზრდის თანამედროვე მიდგომების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება და მშობლობის უნარების გაუმჯობესება.

მაისსა და ივნისში მშობლებისთვის ორი საბაზო კურსი - „პოზიტიური მშობლობის უპირატესობა“ და „ქცევის მართვა“ გამოქვეყნდება.

კურსის გავლის შემდეგ მშობლები შეიძენენ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენციას;

  1. შეისწავლიან ქცევის მართვის სტრატეგიებს;
  2. შეძლებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი;

დისტანციურ კურსებს მაღალკვალიფიციური, ცნობილი ფსიქოლოგები გაუძღვებიან.

მშობელს უდიდესი როლი აკისრია ბავშვის განვითარების პროცესში.

World Vision საქართველო წლებია ხელს უწყობს მშობლების გაძლიერებას პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ახალი დისტანციური კურსები კი მშობლებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და გაეცნონ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც გამოადგებათ მათ შვილებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი წარმატებული და ფართოდ გავრცელებული სტრატეგია სწორედ მშობლების განათლებაა ბავშვის აღზრდის საკითხებში.

World Vision საქართველო 2013 წლიდან არის #ITAW გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი მშობლებისა და მზრუნველებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების აღიარებას და დამკვიდრებას საზოგადოებაში", – აცხადებს World Vision საქართველოს წარმომადგენელი.

დისტანციური კურსები საჯაროდ განთავსდება ვებგვერდზე www.mshobeltaskola.ge და გავრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით კურსებით სარგებლობას ყველა მშობელი შეძლებს, ვისაც “სმარტფონზე“, კომპიუტერსა და  ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მშობლები ელექტრონული ფორმატის პერსონალურ სიგელებს მიიღებენ.

20 წელია World Vision საქართველო ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებასა და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ყველას.

World Vision საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს ბავშვებთან, ოჯახებთან, თემებთან და ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

"ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, ადრეულ ასაკში ბავშვის განათლება და განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება, ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა, თემის ჩართულობა".

ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული საინტერესო რესურსი შეგიძლიათ იხილოთ World Vision საქართველოს ვებგვერდზე: www.worldvision.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“

ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: kavtuashvilimegi@gmail.com www.mshobeltaskola.ge".

 

წყარო: „მშობლები განათლებისთვის“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749721881

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 14-15 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართვ...

წვიმიანი ამინდი

1749717735

ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა, უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნე...

ვიქტორ ორბანი:

1749715847

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწი...

ირაკლი კობახიძე:

1749714140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუ...

ირაკლი კობახიძე

1749713963

ახალი ამბები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა...

საბავშვო ბაღი