გიორგი სოსიაშვილი: „დიფ სთეითმა“ სახე იცვალა. დიდმა ბრიტანეთმა ახალი საგრანტო პროგრამა დააანონსა, რომელიც მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობისკენ - ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება

 ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი მას შემდეგ, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული, რომელმაც შეურიგებელი ბრძოლა დააანონსა „დიფ სთიეთის“ წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ ვხედავთ. მეტსაც გეტყვით - ერთგვარად, სახე იცვალა ამ გლობალურმა ომის პარტიამ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ სახე იცვალა და აშშ-ის ნაცვლად, გლობალური ომის პარტიის ცენტრად ახლა დიდი ბრიტანეთი იქცა, რაზეც საქართველოს წინააღმდეგ ამ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები - მოსამართლეების უსაფუძვლო მიზეზით სანქცირება და რადიკალების გამოცოცხლებისკენ მიმართული საგრანტო პროგრამის გამოცხადება მეტყველებს.

„რადიკალები ხშირად საუბრობენ იმაზე, თითქოს, ჩვენ რაღაც გვეჩვენება და მითურ არსებებს ვხატავთ. სინამდვილეში, ეს მითური არსება კი არა, ეს არის „დიფ სთიეთი“, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიდგა ფესვები და არია სიტუაცია. ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში იყო ლოგიკურ დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზი, რომ „დიფ სთეითმა“ იცვალა სახე, მისი მოდერნიზაცია მოხდა და გლობალური ომის პარტიის დაწოლის ცენტრი აშშ-დან გადავიდოდა ევროპის ქვეყნებში. შედეგმაც არ დააყოვნა - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ ასეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში არის მოკალათებული გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლობა, რომლებმაც დაიწყეს ღონისძიებათა ახალი ციკლი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: ჯერ ამ უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილი ეჭვების საფუძველზე ჩვენი მოსამართლეების სანქცირება და დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის მცდელობა, შემდეგ უკვე დაანონსებული ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც პირდაპირ მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობა იყოს. დარწმუნებული ვარ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მცდელობა არის ფრიად სამწუხარო, რადგან ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა საგრანტო პროგრამა, რომელიც პირდაპირ ISFED-ზეა მორგებული. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც პარალელური დათვლის გაყალბების დიდოსტატად გადაიქცა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი