გიორგი სოსიაშვილი ხაზარაძის პროტესტზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით: მისი მცდელობა, აიყოლიოს საზოგადოების ნაწილი, უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩართვაზე, არის დემოკრატიული პროცესებისაგან მთლიანად გამოთიშვა

მისი და ამ გაერთიანების მცდელობა, რომ აიყოლიოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე, არჩევნებში ჩართვაზე, ეს არის დემოკრატიული პროცესებისაგან გამოთიშვა მთლიანად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა მამუკა ხაზარაძის თაობაზე, რომელიც პროტესტს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ამუნათებს კოლეგებს, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს საზოგადოების იმედი, ვინაიდან ვინ არის ის ძალიან კარგად იცის ხალხმა და ეს არის მორიგი უშედეგო მცდელობა მისი მხრიდან რაიმე ახალი ნაბიჯების გადადგმის, საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის და ტემპერატურის ერთგვარი აწევის.
„მათ არ აქვთ არანაირი იმედი ჩვენი საზოგადოების. მათ რა შედეგიც მიიღეს მიუხედავად ამდენი დაფინანსებისა, აგენტურული ქსელის საქმიანობის და სხვადასხვა ფონდებიდან წამოსული თანხების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ვერანაირი შედეგის მიღწევა, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა ძალებთან გვაქვს საქმე და ესეც მორიგი მცდელობაა. წინასწარვე იცის მან, რომ წარუმატებელი იქნება მათი რაიმე ფორმით ჩართულობა, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვინ არის ბატონი ხაზარაძე ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხალხმა და ჩვენ ხალხს ვერავინ ვერ მოატყუებს რაიმე კუთხით.
ასე, რომ ეს მე ვფიქრობ უშედეგო მცდელობა არის მისი მხრიდან რაიმე ახალი ნაბიჯების გადადგმის, საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის და ტემპერატურის ერთგვარი აწევის“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...