მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს

ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მისი ვიზიტისა და „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობის შეჯამებისას.
მისი თქმით, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები იკრიბებიან გლობალურ და ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ საქართველოს შესაძლებლობებზე, პოტენციალზე, დაკავშირებდობაზე, ეკონომიკურ მიღწევებზე გვქონოდა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ფორუმი სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ და გამოვიყენებთ სხვა ფორუმებსაც. წინ კიდევ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს, რაც სწორედ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება გამართული და საქართველო ნამდვილად იქნება ყველგან წარმოდგენილი, სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ იმისათვის, რათა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე სათანადოდ იყოს გაჟღერებული.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო თემებს, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე. შესაძლებლობა მქონდა კონკრეტულად საქართველოზე ფოკუსით გვესაუბრა დიალოგის ფორმატში. საქართველოზე იყო მიძღვნილი ერთი სესია, საქართველოს საკითხებზე და გარდა ამისა, იყო გარკვეული თემები, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, საქართველოს ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს იქ, სადაც საუბარია შავ ზღვაზე, როდესაც განიხილავენ შავი ზღვის როლს და შავი ზღვის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების გაჟღერება და ჩვენი ხედვების გაზიარება ჩვენი პარტნიორებისადმი. ამის შესაძლებლობაც მომეცა სხვადასხვა მონაწილესთან ამ თემაზე მემსჯელა სწორედ „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...