ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო - იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებულ დადებით ტენდენციებზე საუბრობს - მისი ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამმუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2025 წლის იანვარში, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ასევე აქცენტს აკეთებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე - ბანკის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა - საქართველოს დაახლოებით 2.3-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს.

„ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2024 წელს EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7.8%-ს ელოდებოდა, თუმცა, ფაქტობრივი მაჩვენებლებით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, წელს არაერთი ახალი ინიციატივა იქნება გაჟღერებული, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი