აჭარის კულტურის სამინისტროში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია უძღვებოდა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხდომაზე, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა UNESCO-ს მიერ ბათუმისთვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სტატუსი, რომელიც ბათუმს 2021 წელს მიენიჭა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
მინისტრი, გამოვიდა ინიციატივით, ბათუმს მიენიჭოს UNESCO-ს ფოლკლორის შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე. ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა აჭარის სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბებაზე, ფოლკლორის ცენტრის დაფუძნებაზე, საპილოტე სკოლის კონცეფციის შემუშავებასა და უწყების ძირითად პრიორიტეტებზე.
2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ინიციატივასა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაფუძნების თაობაზე მოხსენება ბათუმის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში არჩილ ბერიძემ წარმოადგინა.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.
დღესვე, კულტურის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს მოხსენებები აჭარის მუნიციპალიტეტების - ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს - მიერ კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
გასვლითი სხდომამდე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიასა და კომიტეტის წევრებს კულტურის სამინისტროში უმასპინძლეს. მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რეგიონში კულტურის პოლიტიკის გაძლიერების საკითხებსა და უწყების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...