გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

გეკა გელაძემ კურსდამთავრებულებს პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულება მიულოცა, სერთიფიცირებულ ოფიცრებს პოლიციელის პროფესიის არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს - შალვა თადუმაძეს, უმასპინძლა აკადემიის რექტორმა - ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც მათ დეტალურად გააცნო სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამართალდამცავთა პროფესიული მომზადების პროგრამები, თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც ეფექტიანი სისტემური სწავლების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აკადემიის რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში მეცნიერულ-ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური რესურსების ინტეგრაციაზე და იმ სტანდარტებზე, რომლებიც სამართალდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებზე მორგებული კადრების ჩამოყალიბებას ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, გეკა გელაძემ, თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა დახურული, ნახევრად ღია და ვირტუალური ტირი, სადაც მსმენელები ოპერატიული რეაგირების უნარების გაძლიერებისათვის განკუთვნილ პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

ასევე, გეკა გელაძემ, შსს-ს აკადემიის არქივის მიერ დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტების საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სიმულაციურ სწავლებასა და კურსანტთა ფიზიკური მომზადების კურსს დაესწრო.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753297963

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი

„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1753296588

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...

მიხეილ ყაველაშვილი

1753296361

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი

ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...

ლევან მაჭავარიანი

1753295229

საზოგადოება

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...

„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

1753293364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...

ირაკლი კობახიძე