გიორგი გრძელიშვილი: გუბაზის მასზე უსინდისო შვილი და ვიღაც „ნაცი“ ერთმანეთს უმტკიცებენ, ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი „შიფერის“, დაავადებებს იწვევსო - შეპყრობილი მანიაკების სექტაა

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო, - წერს "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ლევან სანიკიძისა და ბესიკ შენგელიას დისკუსიას.
გრძელიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 14 ათსამდე სახლი აღადგინა და არა მხოლოდ სახურავი, არამედ საყრდენი კონსტრუქციები გამოუცვალა, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს. მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მსგავს ბოდვას საზოგადოებას დააჯერებენ.
"უდავოა - შეპყრობილი მანიაკების სექტააგუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო...კარგი, ვთქვათ სოფელ ჭორვილაში ამ „შიშის“ გამო გამოუცვალა სახურავები სახლებს, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს აერთიანებს და ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში 14 ათასამდე სახლი აღადგინა, გამოუცვალა არა მხოლოდ სახურავი, არამედ მისი საყრდენი კონსტრუქცია, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი, გააკეთა კანალიზაცია და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს.ვერაფერს იტყვი, შეპყრობილი მანიაკების სექტაა - ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ ამ სისულელეს. ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვინც ამ აყროლებული ბიომასის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ნაღდად არ იმსახურებთ მეტს“, - წერს გიორგი გრძელიშვილი.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...