ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერისთვის უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ.
„გასაოცარია ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღება უკრაინაში კახი კალაძის მიმართ, რომელიც არის ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მანამდე ესტონეთში მიიღეს გადაწყვეტილება, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ. ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს. დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები და ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან გარე დაკვეთებზე. შესაბამისად, არავითარი სერიოზული შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს.
როდესაც ადამიანი არის უპრინციპო, მისგან ყველანაირი არასერიოზული გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. მათ აქვთ კონკრეტული კავშირები, შეიძლება ამ კავშირებს იყენებენ კომპრომატებადაც მათ წინააღმდეგ. იგივე შეიძლება შეეხოს ზოგადად, სახელმწიფოების მიდგომასაც. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ და ამ დროს ლატვია ჩვენზე სამჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტები“, - განაცხადა პრემიერმა.
1754843073
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია
არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...
1754839694
მსოფლიორობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება
როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...
1754836240
ახალი ამბებიკახეთში 25 წლამდე კაცი დაჭრეს - დაშავებული თელავის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული
კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 9 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორული დღესასწაულის მიმდინარეობისას მოხდა. დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა....
1754833341
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1754832678
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში
საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება...