ირაკლი რუხაძე: 2008 წლის ზაფხულში შემხვდა კეზერაშვილი და მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო. ჩემი უარის შემდეგ, მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა

ბადრის სიკვდილის შემდეგ როცა გვეგონა, რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო „იმედი“ უნდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. მე გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი დამხვდა დავით კეზერაშვილი, ეს იყო 2008 წლის ზაფხული, რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო ბადრი პატარკაციშვილი. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„მე ვუპასუხე, რომ იმედზე ინას დაველაპარაკები და მისი გადასაწყვეტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უარს გეტყვით და „ბორჯომზე“ მე გეუბნები უარს თქო. მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ. ისე აფეთქდა, რომ არ დაზიანებულიყო არავინ. ჩვენ მოვასწარით ოფისის კამერიდან კასეტების ამოღება. ჩანაწერში ჩანს, რომ ელოდებოდნენ, რომ ხალხი არ ყოფილიყო და ისე აეფეთქებინათ მანქანა. ეს იყო ჩემი გაფრთხილება. მე ძალიან კარგად ვიცი იმ დღეებში ვინ გამაფრთხილა, რადგან წინა დღეებში უარი ვუთხარი თავდაცვის მინისტრს „ბორჯომის“ გადაფორმებაზე“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
1747835078
ახალი ამბებიშიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინებ...
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...