ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც ის პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა მაგრამ დახვდნენ პროფესიონალები

ბატონი გახარია დღეს საგამოძიებო კომისიაზე მობრძანდა. მას ცოტა სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც იგი პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა აქ და უფრო აიწევდა თავის რეიტინგს. რატომღაც ეგონა, რომ უტრირებულად, რომ ვთქვათ ამ კომისიაზე მას დახვდებოდა ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ბატონი გვარამია, ქალბატონი ბოკუჩავა... მაგრამ იქ დახვდნენ რეალური პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ითვლება თუ არა, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლით აღიარა საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგიდან მოხსნილია ვინაიდან გიორგი გახარიას პარტიული სიაც კი არ ჩაუხნია.
„რატომ მიბრძანდა ბატონი გახარია და რატომ დატოვა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ განაწყენებული, ესეც ალბათ სპექტაკლის ნაწილია და შეიძლება ინსტრუქციაც არა აქვს ჯერ მოსული თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ვინაიდან ჩვენ ვატყობთ რა ქაოსი არის თვითონ ოპოზიციაში და არ არის ჩამოყალიბებული საერთოდ მაგათი საერთო ხედვა, საერთო გეგმა. იღებენ თუ ვერ მიიღებენ, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ასე შემდეგ.
ბატონ გახარიას არ მოუმართოს პარლამენტისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილება დასწყვეტოდა მისი სიით გასულ დეპუტატებს. შესაბამისად, ამით რა თქმა უნდა იგი პარლამენტის წევრად ითვლება, ის დანარჩენი დეპუტატებიც. იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არა მარტო ბატონმა გახარიამ, ბატონმა ხაზარაძემაც და უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობამაც“ სახელმწიფო დაფინანსებაც კი აიღო იმ ხმების პროპორციის მიხედვით, რა ხმების მათ არჩევნებში მიიღეს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და სხვათა შორის „ისფედი“, რასაც არ ეწინააღმდეგება. „ისფედსაც“ პარალელური ხმების დათვლა ანალოგიური შედეგით აქვს დათვლილი. უბრალოდ ისინი ანგარიშს არ აქვეყნებენ ვინაიდან არ აწყობთ ანგარიშის გამოქვეყნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია ანუ ფაქტობრივად, ახლა ამ მისვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რა თქმა უნდა პარლამენტი ლეგიტიმურია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...