შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელსა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე როვერს შეხვდა.
მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონულ გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებსა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს დიალოგის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ბელგიელ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.
შეხვედრა შედგა ბელგიის სამეფოში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
1790086629
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა, გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის, ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას
„ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვ...
1790085811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
„ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რო...
1790085715
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...
1790085682
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში
„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. პაპუაშვილმა აღნიშნა...
1790084139
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს
„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...




























