ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გამართული მეოთხე მუხლის კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, პრესრელიზში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია - მიზნობრივ დონესთან ახლოს, ხოლო სახელმწიფო ვალი - დაბალანსებული.
„შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე, კერძოდ, საშუალოდ 9.7%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება 5.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც როგორც რეგიონის, ისე ევროპული და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია და ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები. ფონდის შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურდება. ასევე, ეტაპობრივად გაიზრდება საერთაშორისო რეზერვების მოცულობა.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...