ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს 2022-23 წწ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

იტალიურმა სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა!
გასულ წელს ჯერ კიდევ ბათუმის დინამოში მოთამაშე ქართველმა შემტევმა იტალია და მთელი ევროპა პირველივე სეზონში გააოცა. "კვარადონამ" სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა და ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენთან შექმნილი ბრწყინვალე დუეტის წყალობით, ნეაპოლელთა 33 წლიანი ლოდინი დაასრულა და "ნაპოლს" სკუდეტოს მესამედ მოგებაში დაეხმარა.
დღესვე, ასევე გამოვლინდა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესოები:
საუკეთესო მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი)
საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)
საუკეთესო მცველი: კიმ მინ-ჯე (ნაპოლი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკოლო ბარელა (ინტერი)
საუკეთესო ფორვარდი: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
საუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია(ნაპოლი)
შეგახსენებთ, სერია A-ს ინდივიდუალური ტიტულები 2018/19 წლების სეზონიდან შემოიღეს. პირველი გამარჯვებული კრიშტიანო რონალდო გახდა.
სეზონის MVP
2019: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
2020: პაულო დიბალა (იუვენტუსი)
2021: რომელუ ლუკაკუ (ინტერი)
2022: რაფაელ ლეაო (მილანი)
2023: ხვიჩა კვარაცხელია(ნაპოლი)
ხვიჩა ასევე შეიყვანეს სეზონის სიმბოლურ გუნდში.
სეზონის სიმბოლური გუნდი:
ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი) - ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე (ორივე ნაპოლი), ბრემერი (იუვენტუსი), ტეო ერნანდესი (მილანი) - სანდრო ტონალი (მილანი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) - ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი (ორივე ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი)
1752682020
საზოგადოება„აღნიშნული არის სრული სიცრუე“ - შემოსავლების სამსახური საქართველოში სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გარკვეული მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) „ბლოკირების“ შესახებ გა...
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...