"თავმდაბლობა ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე. არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც აზვიადებენ და ბევრს ლაპარაკობენ" - ხვიცა კვარაცხელიას ინტერვიუ "კორიერე დელო სპორტთან"

ნაპოლიში სეზონის დიდებული დასაწყისის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სასაუბრო თემაა. ამჯერად, 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ ცნობილი გაზეთის "კორიერე დელო სპორტის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

ხვიჩამ ბევრ თემაზე ისაუბრა, უმეტესად საკუთარ თავსა და ნაპოლის შესახებ, როგორც მან თქვა, არც მას და არც კლუბს ზღვარი არ აქვთ და ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებაზე ფიქრობს:

...ნაპოლის შეფასება ქულით: "ადვილია - 10 ქულა! ეს არის ძალიან ძლიერი მოთამაშეებით სავსე გუნდი. თუ ასე გავაგრძელებთ, შეგვიძლია იმაზე მაღალ მიზნებს მივაღწიოთ, ვიდრე ყველა ფიქრობს. ჩემთვის ყველა ტიტული, ყველა გამარჯვება ოცნებაა. ამსტერდამში მაგიური გამარჯვება იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ყოველთვის მეტზე უნდა ვიფიქროთ".

...ლუჩანო სპალეტის შესახებ: "მან ბევრი რამ მითხრა. მას პირველად მილანში, თავის სახლში შევხვდი. ის მართლაც დიდებული მწვრთნელია, ძალიან, ძალიან კარგი. მეუბნება, რას ვაკეთებ სწორად და რას - არასწორად. მეხმარება გაუმჯობესებაში, ნამდვილი მაესტროა. კვარამანია? სასიამოვნოა, რომ ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ სწორედ ამ მოტივით როცა ვთამაშობ, მაქსიმალურად ვიხარჯები, მაქსიმუმზე მეტის გაკეთებასაც ვცდილობ".

...კვარადონა თუ კვარავაჯო: "არ ვიცი, მართლა არ ვფიქრობ ამაზე და არც მინდა ვიფიქრო, ეს არ შეიძლება. მარადონა ძალიან დიდია, ყველაფერზე დიდი. მე ჩემი "კვარაც" მომწონს".

...თავმდაბლობა: "ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე. არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც აზვიადებენ და ბევრს ლაპარაკობენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, მერე ხალხი შეაფასებს, კარგი იყო თუ არა".

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საბერძნეთში, ემიგრაციაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

🔵„სიძნელის და სიმძიმის გამო არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ დავწერო... ალბათ ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია..." - რამაზ დავლაძის წერილი, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა

🔵თბილისში, 40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ირანის მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750231302

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2017 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს აცნობს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას...

კახა კალაძე

1750230724

საზოგადოება

მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე: სასამართლოზე მითხრეს ადვოკატთან დარეკეთო - ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შე...

მესხი მიშა

1750230669

საზოგადოება

მიხეილ მესხი 2009 წლის ივნისის აქციების შემდგომ მოვლენებზე: სამმართველოში ბრძანეს გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო - ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი, გავთიშულიყავი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

მიხეილ მესხი

1750230636

საზოგადოება

მიხეილ მესხი: ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოიხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა მიხეილ მესხმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოხდა მისი დაკავება, მოათავსეს დროებითი მოთავსების ი...

მიხეილ მესხ

1750230587

საზოგადოება

მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო

2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მიხეილ მესხმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვან...

მიხეილ მესხი