თბილისში, 40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ირანის მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული დაახლოებით 20 წლის არის. როგორც ადგილობრივები ყვებიან, საქმე მას შემდეგ გაირკვა, რაც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა, რომელიც დაახლოებით დღენახავერი ცდილობდა ირანელ მამაკაცთან დაკავშირებას, მას სახლი ნაქირავები ჰქონდა. ოფიციალურ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ როდესაც სახლთან მაშველები მივიდნენ, კარი თავად ირანის მოქალაქემ გახსნა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ის დააკავეს.
მსხვერპლი არის 40 წლის ქალი, მას სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები წუხელ ღამით დასრულდა, ბრალდებულს კი ბრალს, მომდევნო 24 საათის განმავლობაში წაუყენებენ. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა ეღირება ევრო და დოლარი უქმეებზე?
🔵რა გელოდება დღეს? - 8 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1793605277
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...
1793604729
საზოგადოებაცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...
1793603629
ახალი ამბებიმარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...
1793602664
ახალი ამბებიდაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...
1793602356
მსოფლიოსაფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...



























