გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება

ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის გამოყენებით მოკლა. როგორც BBC იუწყება, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, მსხვერპლების სახლებს ცეცხლი წაუკიდა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმი დანაშაულს არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მისი ვინაობა არ სახელდება, გამომდინარე გერმანიაში არსებული კონფიდენციალურობის მკაცრი კანონისა.

„ეჭვმიტანილი საანესთეზიო და მიორელაქსანტ პრეპარატებს იყენებდა, რამაც პაციენტების სასუნთქი კუნთების პარალიზება გამოიწვია. შესაბამისად, ამას მათი სუნთქვის გაჩერება და სიკვდილის დადგომა მოყვა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული გერმანიის რამდენიმე შტატში მუშაობდა. მისი მსხვერპლების ასაკი 25-დან 94 წლამდე მერყეობს. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა საკუთარი პაციენტების ბინებს, ხუთ სხვადასხვა შემთხვევაში, ცეცხლი წაუკიდა. ამით, ექიმი კვალის დაფარვას ცდილობდა.

პროკურორები აღნიშნავენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, დიდი ალბათობით, გაიზრდება. 40 წლის ეჭვმიტანილს კი, „პროფესიული საქმიანობის სამუდამო აკრძალვა“ და პატიმრობა ემუქრება. საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბრალდებული პატიმრობაში რჩება. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი