გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანიას და აშშ-ს „ერთი და იგივე მიზანი“ აქვთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ირანელ კოლეგა აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ვადეფულმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, მან ირანელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ერთსა და იმავე მიზანს“ იზიარებენ.

ამასთან, ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტას.

„როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს: ირანმა სრულად და დადასტურებულად  უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გახსნას ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ითხოვს“, - დაწერა ვადეფულმა.

აღსანიშნავია, რომ იოჰან ვადეფულის ეს განცხადება ვრცელდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების ფონზე, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1777823137

მსოფლიო

ზელენსკი სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა....

ზელენსკი სომხეთში ჩავიდა

1777820488

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან - მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში

უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას მან აღნიშნა,...

გურამ მაჭარაშვილი

1777820075

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1777817888

ახალი ამბები

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ეს არის ჩვენი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს

„დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან...

 მიტროპოლიტმა შიო

1777814338

მსოფლიო

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უცნობმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

უცნობმა დრონმა რუსეთის საზღვართან ახლოს ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, უცნობი დრონი შენიშნეს ვიროლახტის მუნიციპალიტეტის თავზ...

ფინეთი