1-ელი იანვრიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

„წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში. 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამ-ნახევარ ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1735137634

ახალი ამბები

ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ექიმი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში იმყოფებოდა.  გარდაცვლილი 1952 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის...

ექიმი

1735136796

ახალი ამბები

გიორგი აბდალაძეს დედა გარდაეცვალა

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა, რომელსაც 27 დეკემბერს დაკრძალავენ.  „გარდამეცვალა დედა! აბდალაძე ე...

გიორგი აბდალაძე

1735134927

ახალი ამბები

ანსამბლი „ერისიონი“ - ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად

„ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!,“ - წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინ...

ანსამბლი „ერისიონი“

1735131961

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8119 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ზოგადი

1735130308

ახალი ამბები

„საახალწლო პროგრამა შედგენილია, ავთო აბესლამიძესთან არც შეთანხმება ყოფილა და არც შეთავაზება“ - სოფო ხალვაში

ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას Newhub.ge-სთან საუბრისას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბესლამიძესთან 31 დეკემბრის ბათუმის საახალწლო გ...

სოფო ხალვაში