26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თავში უამრავი ფიქრი გიტრიალებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მოვლენების დრამატიზება საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. შუადღის შემდეგ თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია, უშედეგოდ ცდილობთ. საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრული შეკრებისა და გართობისთვის.
კურო
ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. ეს შეიძლება, ცოტა მოსაწყენი იყოს, სამაგიეროდ, უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაცული იქნებით. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.
ტყუპები
დაბნეული ხართ და ვერ ხვდებით, რა გააკეთოთ და რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, მაგრამ უმჯობესია თამამ იდეებზე უარი თქვათ. აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს.
კირჩხიბი
აკეთეთ ის, რასაც სიხარული მოაქვს. თქვენი გულწრფელობა, კეთილგანწყობა და თანაგრძნობის უნარი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი, თუმცა მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა სახლის საახალწლოდ მოსართავად.
ლომი
შეიძლება, ოჯახის ზოგმა წევრმა თქვენი გეგმები დროისა და ფულის ტყუილ ფლანგვად მიიჩნიოს. კრიტიკა არ გადარდებთ, რადგან თავდაჯერებული ხართ. ბოლოს და ბოლოს, იპოვით სიტყვებს, რომ ყველას აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე თქვენთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. მოემზადეთ დაპირისპირებისთვის. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის.
ქალწული
გირჩევთ, ყველა შეთავაზება ყურადღებით შეისწავლოთ და განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს მიაქციოთ. მარტოხელა ქალწულებს ვნებიანი და დაუვიწყარი შეხვედრა ელით. შესანიშნავი დღეა როგორც მიმდინარე ურთიერთობების გასაძლიერებლად, ასევე ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:
https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/26-dekembris-astrologiuri-prognozi-4572
1735202752
მსოფლიოტრამპი: შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც ჩვენი სასამართლოს სისტემის და არჩევნების შეფერხებას ცდილობენ, დევნიან აშშ-ის დიად მოქალაქეებს და განსაკუთრებით - მე
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ შობას რადიკალ მემარჯვენეებს ულოცავს, რომლებიც მისივე თქმით, გამუდმებით დევნიან ტრ...
1735202203
ჰოროსკოპი„მეტად დაძაბული ასპექტი წარმოქმნის წინააღმდეგობებს ძველსა და ახალს შორის“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...
1735197223
სოციალური მედიავლადიმერ ბოჟაძე კარლ ბილდტის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს მტრების და ,,ნაცმოძრაობის" მეგობრების დამოკიდებულება, თურმე სხვებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საქართველოს მოქალაქეებმა, ვინ არის პრეზიდენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე შვედეთის ყოფილი პრემიერისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადა...
1735196889
სოციალური მედია„არ ვგულშემატკივრობ უკრაინას და ამის ძალიან მტკიცე არგუმენტები მაქვს!“ - რას წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინასთან რუსეთი მართალია და ამის დასამტკიცებლად მტკიცე არგუმენტები აქვს. გარდა ამი...
1735192942
სოციალური მედია„7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის“ - რას წერს მაია ასათიანი
ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინ...