ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული.
როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ყველა შეკრების დროს, დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებულები არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
საზოგადოება დღეების განმავლობაში ადევნებს თვალს, აქციის წევრების ნაწილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
პოლიციის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ, რომ საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს.
პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს.
სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი:
პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:
1. 1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.
2. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.
3. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
4. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.
5. ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.
ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან:
43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა
41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.
5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა დარახველიძემ.
1733294309
საინტერესო ამბებირა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები
2025 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება ეკოლოგიური და მინიმალისტური სტილით, რაც მიმდინარე ტრენდების გაგრძელებას წარმოადგენს. აქ არის რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება აქ...
1733250478
სოციალური მედია„რატომ ითვლებიან ბოროტმოქმედებად ის ადამიანები, ვინც აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, ხოლო მათ, ვინც ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, დემოკრატიის გმირებად მიიჩნევენ?“ - ჟურნალისტი საიმონ გოდეკი
ამერიკელი სამეცნიერო ჟურნალისტი, საიმონ გოდეკი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „რატომ ითვლებიან ბოროტმოქმედებად ის ადამიანები, ვინც აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, ხოლო...
1733249799
ახალი ამბებისაქართველოს პირველ არხზე დისკუსიას გაიმართება - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე ერთმანეთის პირისპირ
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ი...
1733243480
ახალი ამბები„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - ირაკლი ღარიბაშვილი
„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირა...
1733241779
ჰოროსკოპიდეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2024 წლის დეკემბერი პლანეტების ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებით იქნება გაჯერებული, რაც რომანტიკული ურთიერთობებისთვის საინტერესო, თუმცა ზოგჯერ რთულ ფონსაც შექმნის. სიყვარული, ვნება და ემოციური კავშირები...