4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო აქტიური და შრომისმოყვარე უნდა გახდეთ და მენეჯმენტთან ურთიერთობა მოაგვაროთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და აკონტროლეთ სიტყვები, რათა ვინმეს უსამართლოდ გული არ ატკინოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება - დაწყებული საქმეების დროულად დასრულებას მაინც შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სისუსტის შემთხვევაში, ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.

კურო

ამ დღეს მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მიგახვედრებთ, რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. ეს ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ, რომ მენეჯმენტმა თქვენი მცდელობა შენიშნოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრავმები და ნერვული სტრესი. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ექიმს მიმართეთ, თორემ დაავადება გახანგრძლივდება.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ამაში თქვენი შემოქმედებითი სული და თავგადასავლების სიყვარული დაგეხმარებათ. შეიძლება მოულოდნელად მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ ღრუბლები მალე გაიფანტება და ისევ თავდაჯერება დაგეუფლებათ. არ ინერვიულოთ ადამიანებზე, რომლებსაც არ მოსწონხართ - მიზანს მათი დახმარების გარეშეც მიაღწევთ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ რამე საინტერესო გააკეთოთ ან თქვენი თამამი იდეები განახორციელოთ. ამ საქმეში კოლეგების მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ. საღამოს სასურველია ცეცხლთან ახლოს ყოფნა - სულ ერთია, ეს ტყეში დანთებული კოცონი იქნება, ბუხარი თუ სანთელი. თავი შეიკავეთ ფიზიკური სამუშაოსგან, რომელიც დიდ დატვირთვას მოითხოვს.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. პიროვნული მომხიბვლელობა და ქარიზმა დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფთა კეთილგანწყობა მოიპოვოთ. გამოიყენეთ ეს დღე მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის - თქვენს იდეებს ენთუზიაზმით გაიზიარებენ. სასურველის დაუყოვნებლივ მიღების სურვილმა შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ნაცნობს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ.

ქალწული

ეს დღე სწავლისა ცდა განვითარების უამრავ შესაძლებლობას გპირდებათ. შესაძლოა, ახალი გატაცება იპოვოთ, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამ დღეს მიზანს მიაღწევთ თუ წვრილმანებს ყურადღებას მიაქცევთ და საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს. გამბედაობა და ოპტიმიზმი უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანებთან სასაუბროდ - დაუსვით მათ კითხვები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ გამოსავალს მონახავთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/4-dekembris-astrologiuri-prognozi-4533

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795119802

ახალი ამბები

თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. „სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებული...

 სულხან თამაზაშვილი

1795119309

ახალი ამბები

ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნე...

ფონიჭალა ფონიჭალა

1795119150

ახალი ამბები

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთ...

მეხუტე ადამიანი ფონიჭალა

1795118417

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები

„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომე...

მაკა ბოჭორიშვილი

1795117449

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...

მიხეილ სარჯველაძე