„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული“ - ეუთო-ს კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული, პროცესი იყო უკვე კარგად ადმინისტრირებული და აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს“, – ამის შესახებ ეუთო-ს კოორდინატორი პასკალ ალიზარდმა განაცხადა.

პასკალ ალიზარდმა კენჭისყრის დღის შეფასებისას განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კენჭისყრის დღემდე.

„ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ნამდვილად წარმოადგენდა ერთობლივ ძალისხმევას და ერთობლივ სამუშაოს. დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა ამ არჩებნებს, რაც ადასტურებს, თუ რამდენად ძლიერია მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი მისია შედგებოდა 530 დამკვირვებლისაგან. ეს დამკვირვებლები იყვნენ 42 ქვეყნიდან, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის დღეს. მათ შორის იყო 380 ეუთო/ოდირის დამკვირვებელი და ექსპერტი. 61 იყო საპარლამენტი დამკვირვებელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეადან, 39 იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან, 38 ნატოს საპარლამენტო ასამბლეადან, ხოლო 12 ევროპარლამენტიდან. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე აკვირდებოდა ამ მნიშვნელოვან არჩევნებს არა მარტო გუშინ, ასეევე იმ ადამიანებს დიდი მადლობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვისებრივად აკვირდებობდნენ არჩევნებს კამპანიის დაყწების დღიდან. საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება ეფუძნება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას, რასაც თან ახლავს ასევე გრძელვადიანი და თვისებრივი მონიტორინგის შედეგები, რომელიც ოდირმა განახორციელა. ახლა მე მინდა, წარმოგიდგინოთ დასკვნები, მიგნებები ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შედეგად და ჩვენი სრული განაცხადი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგანაც იყო 18 კანდიდატი სიაში მოცემული, ასევე აქ გამოიკვთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა, სურათები და იმიჯები იყო ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი. განსაკუთრებით იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. ასევე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ეს ბადებს ეჭვებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, რომ ხმა მიეცა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით“, – განაცხადა ალიზარდმა.

პასკალ ალიზარდის თქმით, არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული.

„პროცესი იყო უკვე კარგად ადმინისტრირებული და აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედია გარემო და ასევე, კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე. ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ გაეკეთებინაყთ ინფორმირებული არჩევანი. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ, ასევე არსებობსა ეჭვები იმაზეც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგამოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში, აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ალიზარდმა.

ეუთო-ს დამკვირვებლის განცხადებით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული.

„ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა და იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. ასევე იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებისა და ზეწოლის გამო, ამომრჩებლები უარყოფით ზეგავლენას განიცდინენ და პროცესმაც უარყოფითი ზეგავლენა განიცადა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით გუშინდელი დღის განმავლობაში და წელს, საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად იმართება საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი გაწევრიანების პროცესის მომავალი, ეს ნამდვილად ხდება დისკუსიის საგანი კამპანიის დროს და ეს საკმაოდ დიდი განხილვების საგანია პრეტენდენტების მხრიდან. ასევე ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, ვისაც ჩვენ შევხვდით ამ მისიის განმავლობაში, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, ასევე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების მონაწილეობა ძალიან დიდი იყო. მოქალაქეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. ასევე პარტიების დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი და საკმაოდ მრავალფეროვნება იქნა გამოხატული. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება და დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში. მე განსაკუთრებით მინდა, შევაქო მამაკაცები, მაგრამ უმეტესწილად ქალები ამ ქვეყანაში, რომლებმაც დიდი რაოდენობით მისცეს ხმა, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნების ადმინისტრირებაში გუშინ საარჩევნო უბნებზე და ნამდვილად ახორციელებდნენ ქვეყნის დემოკრატიულ ძალისხმევას“, – განაცხადა ალიზარდმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზება რჩება პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხად, ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ძალიან მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური ხმები.

„მედია გარემო ზუსტად ასახავდა ამ ღრმა პოლარიზებას და მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა და ასევე, როდესაც პოლიტიკური აქტორებიდან პარტიები უარს ამბობდნენ ჩართულობაში და დებატებში, ეს რა თქმა უნდა ზრდიდა დაძაბულობას, რაც ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ. კენჭისყრის დღე პროცედურულად ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული, მოწესრიგებულად, მაგრამ ასევე მას თან ახლდა დაძაბულო გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა. გუშინ, პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ამომრჩევლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კენჭისყრის დღემდე. დასასრულს, მინდა, რომ გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში. ასევე, გულთბილი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხდნენ ჩვენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭოსყრის დღეს“, – განაცხადა ალიზარდმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730017806

საზოგადოება

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

„საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგ...

ცესკოს თავმჯდომარე

1730017002

საზოგადოება

„38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“ - გიორგი გასვიანი იუბილარია

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი იუბილარია, იგი 38 წლის გახდა. „38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“, – წერს გიორგი გასვიანი. გიორგი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორის ერთ- ერთი ვინ მას...

 გიორგი გასვიან

1730012858

საზოგადოება

ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატეს...

 ილია თოფურიას მეუღლე

1730010385

საზოგადოება

ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24 %-ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  3018 (97,011%) უბნის მონაცემები დათვალა.   ცესკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 5...

ცესკო

1730009308

სპორტი

„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა მორიგი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.  „პირველ რიგში მადლობა მინდა ღმერთ...

 ილია თოფურია