ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

„საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20
გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1 პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ, რომელსაც აშშ-ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება. დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ.

საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს.

რაც შეეხება შედეგებს, ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების
(ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად 👇

3 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 3 950 ხმა (0.191 %)

4 კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 225 680 ხმა (10.923 %)

5 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 209 137 ხმა (10.122 %)

6 „ევროპელი დემოკრატები“ -  8 036 ხმა (0.389 %)

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 50 463 ხმა (2.442 %)

9 „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 181 424 ხმა (8.781 %)

10 საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 15 057 ხმა (0.729 %)

12 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 1 866 ხმა (0.09 %)

16 „შეცვალე საქართველო“ - 12 565 ხმა (0.608 %)

17 „საქართველო“ - 2 775 ხმა (0.134 %)

20 თავისუფალი საქართველო - 4 149 ხმა (0.201 %)

21 ტრიბუნა - 2 487 ხმა (0.12 %)

23 „ჩვენ“ - 2 595 ხმა (0.126 %)

25 „გახარია საქართველოსთვის“ - 160 354 ხმა (7.761 %)

26 „მემარცხენე ალიანსი“ - 1 388 ხმა (0.067 %)

27 ქართველ ერთობა - 4 503 ხმა (0.218 %)

36 „გირჩი“ - 62 217 ხმა (3.011 %)

41 ქართული ოცნება - 1 117 480 ხმა (54.086 %)  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730019552

საზოგადოება

არჩევნების დღეს გამოყენებული 15 ათასამდე აპარატი იყო, საიდანაც მხოლოდ 20 გამოვიდა მწყობრიდან - ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყო...

 ცესკო

1730017002

საზოგადოება

„38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“ - გიორგი გასვიანი იუბილარია

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი იუბილარია, იგი 38 წლის გახდა. „38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“, – წერს გიორგი გასვიანი. გიორგი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორის ერთ- ერთი ვინ მას...

 გიორგი გასვიან

1730012858

საზოგადოება

ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატეს...

 ილია თოფურიას მეუღლე

1730010385

საზოგადოება

ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24 %-ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  3018 (97,011%) უბნის მონაცემები დათვალა.   ცესკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 5...

ცესკო

1730009308

სპორტი

„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა მორიგი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.  „პირველ რიგში მადლობა მინდა ღმერთ...

 ილია თოფურია