"აზოვსტალში" მარტო აზოველები არ არიან. არის მარიუპოლის ტერდაცვა, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები და პოლიცია. არავის უნდა მაგ ხალხის გაწირვა. უბრალოდ, ამ ეტაპზე სამხედრო გზით მათი დახმარების შანსი ფიზიკურად არ არსებობს" - ლევან ყურაშვილი

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ერთ-ერთი მომხმარებელი ლევან ყურაშვილი "აზოვსტალის" შესახებ საინტერესო ანალიზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო რამდენიმე დღეა არ წყდება ბრალდებები უკრაინის პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელების მიმართ, რომ აზოვი მიატოვეს, აზოვი გაწირეს, მათი გადარჩენა არ აწყობთ და ა.შ.

ყველაზე "მსუბუქი" შეფასება ასე ჟღერს: რა მოხდა, ცოტათი მაინც დაეხმარონ.

მოკლედ, მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ცოტათი დახმარება შეუძლებელია.

როცა იყო მაგის შანსი, ეხმარებოდნენ (ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ).

სამხედრო კუთხით, აზოვის დახმარების ერთადერთი შანსი ახლა არის მასშტაბური გარღვევა და ქალაქის დებლოკირება.

მარიუპოლიდან ყველაზე ახლო პუნქტი, რასაც უკრაინელები აკონტროლებენ, არის 60 კილომეტრის დაშორებით.

ტანკსა და ბმპ-ს რომ ვერ არჩევს ადამიანი, იმან შეიძლება თქვას, 60 კილომეტრი რა ჩემი ფეხებია, ნახევარი საათის გზაა, რატომ არ უტევენ? პრინციპში, ამ ხალხს არ ვამტყუნებ, არ იციან და არცოდნისგან მსგავს ფრაზებს ისვრიან.

უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ 60 კილომეტრიანი თავდაცვითი პოზიციების გადალახვა არის ძალიან რთული სამხედრო ამოცანა.

თვალსაჩინოებისთვის, ორ ფაქტს ვიტყვი ამ ომიდან.

პირველი: მთელი რუსული არმია ასკდება ბოლო ერთი თვეა უკრაინულ თავდაცვით პოზიციებს დონბასში. აღმატებული ცოცხალი ძალით, ავიაციითა და არტილერიით.

მიუხედავად ამისა, მთელი თვე სასტიკი ბრძოლებისა, მხოლოდ 20-30 კილომეტრით წაიწიეს წინ. მაშინ როცა, კიევამდე 80 კილომეტრის გასავლელად ორი დღე დასჭირდათ.

რატომ? - იმიტომ, რომ დონბასში თავდაცვითი პოზიციებია მოწყობილი და კიევის მისადგომებთან მსგავსი არაფერი იყო.

მეორე: უკრაინული ძალები, ბოლო ორი კვირაა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტრშეტევაზე არიან. თან კონტრშეტევაზე არიან არა ეშელონირებულ თავდაცვასთან, არამედ ძირითადად დნრ-ლნრ-ის აბსოლუტურად მოუმზადებელ ხალხთან.

ავტომატი ორი თვის წინ რომ ნახეს პირველად.

როგორი ხალხი იცით? - ცოტა ხნის წინ რომ გამოდენეს რუსებმა და თავისი ბრძოლისუნარიანი დანაყოფები რომ არ ეხარჯათ მაგ მიმართულებაზე, ესენი დააყენეს ბლოკპოსტებზე, სოფელში 150-200 კაცის ოდენობით, რომლებიც პირველივე გასროლაზე ან ტყვედ ბარდებიან ან გარბიან.

მიუხედავად ამისა, ორი კვირა დასჭირდათ უკრაინელებს, რომ ეს მოუმზადებელი ხალხი მეთოდურად გაეყარათ სოფლებიდან და ჯერ კიდევ არ არიან გასული ბოლომდე.

აი მარიუპოლის მიმართულებაზე კი არის ეშელონირებული რუსული თავდაცვა, მინიმუმ 60 კილომეტრიანი სიღრმით: თავისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით, ტრანშეებით, ჩასანგრებული ჯავშანტექნიკითა და ათასობით მომზადებული სამხედროთი. 

პლუს ამას, რუსები მაგ მიმართულებაზე დაცვაში კი არ სხედან პირიქით, უტევენ.

საიდან შეიძლება შეუტიონ უკრაინელებმა მარიუპოლის მიმართულებით?

პირველი და ყველაზე მოკლე გზა არის ვოლნოვახას მიმართულება. ოღონდ, ვოლნოვახა არის მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც გასაწმენდი იქნება.

როგორი რთულია დასახლებული პუნქტების გათავისუფლება, მარიუპოლის მაგალითზე კი უნდა დარწმუნებულიყავით.

თან მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა ფეხებზე ეკიდათ რუსებს და მიწასთან გაასწორეს. უკრაინელები იგივეს ვერ იზამენ ვოლნოვახაში.

პლუს, ვოლნოვახა არის მსხვილი სარკინიგზო კვანძი, რომლითაც რუსები ახდენენ ფრონტის მომარაგებას.

შესაბამისად, ბოლომდე დაიცავენ.

მეორე მიმართულება არის ჰულიაიპოლე-პოლოჰი-მარიუპოლი.

მანძილი ჰულიაპოლედან მარიუპოლამდე არის დაახლოებით 150 კმ. გზად ასობით დასახლებული პუნქტითა და რუსების გამაგრებული პოზიციებით. პლუს, ჰულიაიპოლეს მიმართულებაზე რუსები იქiთ არიან შეტევაზე.

ახლა მთავარი: რა ძალები სჭირდება უკრაინას ამხელა გარღვევის გასაკეთებლად?

შემტევი ძალა, მინიმუმ სამჯერ უნდა აღემატებოდეს დამცველს.

და აღემატებოდეს არა მხოლოდ ცოცხალი ძალით, არამედ არტილერიით, ჯავშანტექნიკით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით.

რომელში აქვს უკრაინას ამწუთას უპირატესობა? პასუხია - არცერთში.

ყველაზე ბანალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ: პირობითად, თუ გაშლილ ველზე მოძრავი ტანკის აფეთქებას სჭირდება 3 ჭურვი, ჩასანგრებული ტანკის ასაფეთქებლად საჭიროა 10-ზე მეტი ჭურვი.

აღარაფერს ვლაპარაკობ ტრანშეებიდან და მით უმეტეს, შენობებიდან რუსი ჯარისკაცების გამოყრასა და განადგურებაზე.

თუ პოლიტიკური სიტუაცია აიძულებთ და უკრაინელები მაინც გადავლენ კონტრშეტევაზე, ძალთა ამ ბალანსის პირობებში, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ შეტევაზე გადასულ დანაყოფებს? - მხოლოდ სასწაულის.

სასწაულის, რომ რუსები ამოხტებიან ჩასანგრებული პოზიციებიდან, ტანკებიდან, ჯავშანტრანსპორტიორებიდან, გამოძვრებიან შენობებიდან და გაიქცევიან.

ხოლო რუსული არტილერია და ავიაცია უქმად იდგება.

ასეთი სასწაულები ხდება, ოღონდ ძალიან ძალიან იშვიათად ან ძირითადად ჰოლივუდში.

რას რისკავენ უკრაინელები კონტრშეტევის შემთხვევაში?

ჯერ ერთი, იმ რამდენიმე ათას სამხედროსა და ტექნიკას, რომელიც შეტევაზე გადავა. პლუს ამას, კონკრეტული მიმართულების მოშიშვლებამ, რუსების კონტრშეტევის შემთხვევაში, შეიძლება ამ მიმართულების ჩამოშლა გამოიწვიოს და რუსები უკვე ჰულიაიპოლესთან კი არ იდგნენ, არამედ ზაპოროჟიესთან. ხოლო სლავიანსკ-კრამატორსკი ალყაში მოექცეს.

რაც მთლიანად ფრონტის ხაზის მოშლას გამოიწვევს და მივიღებთ ბევრ მარიუპოლს, ბევრად მეტი ჯარისკაცითა და ტექნიკით.

რაც შეეხება ცოტათი დახმარებას: უკრაინელმა პოლოტებმა, უდიდესი რისკის ფასად, რამდენიმე ფრენა განახორციელეს მარიუპოლში და იქ მყოფ სამხედროებს სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს, ხოლო დაჭრილები გამოიყვანეს.

ამ ოპერაციას ორი უკრაინული MI8-ს ეკიპაჟიც შეეწირა.

აზოვსტალი დღემდე რომ დგას, სწორედ მაგ "ცოტათი დახმარების" შედეგია.

მათი გაწირვა რომ ნდომოდათ, არც იმ თავზეხელაღებულ ოპერაციას ჩაატარებდნენ და აზოვსტალიც დიდი ხნის წინ დაეცემოდა.

კიდევ გავიმეორებ: ახლა ცოტათი დახმარების შანსი უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს: აზოველების განადგურება პოლიტიკურად თუ ვინმეს დააზიანებს, სწორედ უკრაინის ხელისუფლებაა.

პლუს ამას, იქ მარტო აზოველები არ არიან. არის მარიუპოლის ტერდაცვა, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები და პოლიცია.

არავის უნდა მაგ ხალხის გაწირვა. უბრალოდ, ამ ეტაპზე სამხედრო გზით მათი დახმარების შანსი ფიზიკურად არ არსებობს.

სასწაულები ხდება? - ხდება. 

შეიძლება უკრაინელებმა მაინც სცადონ გარღვევა? - შეიძლება.

მაგრამ, არ შეიძლება სასწაულის იმედად ვიყოთ და თან უკრაინელებს აზოველების გაწირვაში ვადანაშაულებდეთ.

ეს, გარდა იმისა რომ უსამართლობაა, თან რუსულ პროპაგანდასაც ვეხმარებით, რათა პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინელებში საფუძველი მოურყიონ.

ამით ვერც მარიუპოლს დავეხმარებით და შეიძლება პირიქით, სხვების სიცოცხლეებიც დაიკარგოს", - წერს ყურაშვილი ფეისბუკზე.

სხვა სიახლეები:

* მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards 2023 წელს ბათუმში გაიმართება

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714646258

საზოგადოება

„შენი ქვეყანა, რეპუტაციულად თუ მიწასთან არ გაასწორე, რაა მამული?! - სწორედ ამ ქვეტექსტით მოქმედებდნენ დიდი ხნის განმავლობაში“ - ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვითარებაზე წერს. მან უსამშობლო უწოდა ადამიანებს, რომლებმაც ლონდონში არსებულ საქართველოს საელჩოს რუსეთის დროშა მიაკრე...

წილოსანიი ნინო

1714645778

ახალი ამბები

„შემიძლია, დღეს „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“ - კახა კალაძე

„შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შ...

კახა კალაძე

1714644054

ახალი ამბები

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდ...

პოლიტიკოსი

1714641933

ახალი ამბები

„სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“ - ბესარიონ გუგუშვილი

„ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი იყო, სახელმწიფოს შიგნით ვერავინ ვერ უნდა ერეოდეს. მით უმეტეს, სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა დამოუკიდებელი საქართველო...

ბესარიონ გუგუშვილი

1714641667

საზოგადოება

ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დღეს, 13:00 საათთიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზეა შესაძლებელი. რა არის საჭირო პორტალზე შესასვლელად? პორტა...

ევრო 2024