კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

 სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპერლიგაში მოგებული MVP-ის მე-2 ტიტული. პირველად ჯინჭარაძე საუკეთესოდ 2021-2022 წლების სეზონში დასახელდა, როცა ის დღეს გაუ-ს სახელით მოასპარეზე თბილისის „ოლიმპის“ ღირსებას იცავდა.

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული ჟურნალისტები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები, მატჩების მომსახურე მსაჯ-კომისრები. მთლიანობაში გამოიკითხა 52 რესპონდენტი და კახა ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თსუ-სა და ეროვნული ნაკრების წევრმა მთლიანობაში 100 ქულა მიიღო. რესპოდენტი ასახელებდა 3 საუკეთესო მოთამაშეს ადგილების მიხედვით. პირველ ადგილზე დასახელებული მოთამაშე 3 ქულას იღებდა, მეორე – ორს, ხოლო მესამე – ერთს.

მეორე ადგილზე გავიდა ჯინჭარაძის თანაგუნდელი თსუ-სა და ეროვნულ ნაკრებში, ალექსანდრე ფევაძე. 26 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 33 ქულა მიიღო და მცირედით აჯობა ტყიბულის „ორბის“ ამერიკელ ლეგიონერს, კენი კუპერს. კუპერმა გამოკითხულთაგან მიღებული ხმებიდან მთლიანობაში 32 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის 3 საუკეთესო მოთამაშიდან ფინალურ სერიაში ვერცერთი ვერ მოხვდა. ჯინჭარაძისა და ფევაძის თსუ პლეი ოფს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ისევე როგორც კენი კუპერის „ორბი“. ჯინჭარაძემ სუპერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის საშუალოდ 22.4 ქულას, 6.4 მოხსნას, 4.3 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა. ჯინჭარაძის დიდი დამსახურებით თსუ-მ მიმდინარე სეზონში საქართველოს თასი მოიგო, თუმცა მისი შედეგიანობის მიუხედავად, უნივერსიტეტელები მეოთხედფინალურ სერიაში „კავკასიასთან“ დამარცხდნენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722008200

ჰოროსკოპი

„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...

 ანზორ ოდიშარია

1722006834

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი

1722005988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...

კობახიძე

1722001880

ჰოროსკოპი

გაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება საზაფხულო რომანები?

„იქნება სტიქიები მსოფლიოს გარშემო, ეს მოაქვს ნეპტუნს, ამიტომ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას იყავით ფრთხილად. დაისვენეთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს უაზროდ, ნუ შეიძენთ ზედმეტ ნივთებს, რადგან თავიდან ავირიდოთ ზედ...

ააა

1721999623

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო.  გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი