ცესკო: ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირება გრძელდება

 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საუბარი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ცესკომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას.

ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკოს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ - ცესკომ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველთა რაოდენობას, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. „ცდომილება“, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20.00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკომ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ამასთან გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მისი მიერ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს წინასწარ შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1731047665

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) სადამკვირვებლო მის...

არჩევნები და ცესკო

1731041807

სოციალური მედია

დათო ხუჯაძემ ქალიშვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს - „ძალიან ლამაზი ხარ, პრინცესა“

მომღერალ დათო ხუჯაძემ სოციალურ ქსელში ახლახან ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა: „მამიკოს გოგო“. „ძალიან ლამაზი ხარ, პრინცესა“. „გაგიზარდოთ ღმერთმა, იხარეთ“, - წერენ კომენ...

დათო ხუჯაძე

1730999222

სოციალური მედია

„კვირაში ერთხელ მოდის დამხმარე ვინც სახლის დალაგებაში მეხმარება“ - რას ამბობს გვანცა დარასელია

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ტელეეკრანებიდან გაქრა. გვანცა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, და...

მოდელი გვანცა დარასელია

1730997666

მსოფლიო

უკრაინაში სამოქალაქო ფრენები შესაძლოა, იანვრიდან აღდგეს - მედია

 2025 წლის იანვრის ბოლომდე, უკრაინაში შესაძლოა სამოქალაქო ფრენები აღდგეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Marshმედია McLennan-ის უფროსი პარტნიორის, კრისპინ ელისონის მიერ კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფო...

თვითმფრინავი, ფრენა

1730995321

საზოგადოება

გენდერული სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციურად აპელირება, არ წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს - ცესკო „სამართლიან არჩევნებს“ პასუხობს

„ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო ს...

ცესკო