ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი.
კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
ვილი სანიოლმა წარმატებას მიაღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში გერმანიაში გამართულ დიდ საფეხბურთო ტურნირ ევრო 2024-ზე პირველად ითამაშა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. ახალ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 25 მარტს შედგა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
წლის ბოლომდე ვილი სანიოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრებში დარჩება თუ აღარ გააგრძელებს კონტრაქტს.
1730726771
საინტერესო ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1730723833
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...
1730723609
საზოგადოებათოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...
1730720148
სოციალური მედია„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...
1730712014
საზოგადოებაპოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა
ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) აწარმოებს. 2024...